მარიუპოლის ქუჩებში მშვიდობიანების ცხედრები ხალიჩასავით არის მოფენილი – ქალაქის მერის თქმით, მსხვერპლმა შესაძლოა 20 ათასს გადააჭარბოს
11:09:09     12-04-2022
ომის დაწყებიდან დღემდე რუსი ოკუპანტების მიერ ბლოკირებულ ქალაქ მარიუპოლში, რომელიც მიწასთან არის გასწორებული, მინიმუმ 10 000 მშვიდობიანია მოკლული.
Associated Press–თან საუბრისას, ქალაქი მერმა ვადიმ ბოიჩენკომ განაცხადა, რომ მსხვერპლის რაოდენობამ შესაძლოა 20 000–საც კი გადააჭარბოს, რადგან მარიუპოლის ქუჩები გარდაცვლილთა ცხედრებით ხალიჩასავით არის მოფენილი.
აღსანიშნავია, რომ ოკუპანტებმა ქალაქიდან ათი ათასობით ადამიანი გაიტაცეს და რუსეთში, ყოველგვარი საბუთების გარეშე გადაასახლეს. მათ გაიტაცეს ბავშვებიც, როგორც ობლები ასევე ისეთები, ვისაც მშობლები ჰყავთ და ისინიც შემდგომი გაშვილების მიზნით, რუსეთის ტერიტორიაზე გადაიყვანეს.