შემზარავი კადრები – ორი წლის ბავშვი რუსმა ოკუპანტებმა მანქანაში ოჯახის 4 წევრთან ერთად მოკლეს
10:59:27     12-04-2022
მორიგი ტრაგედია ბუჩის რაიონიდან.
12 მარტს უკრაინული ოჯახი ბუჩის დატოვებას საკუთარი ავტომობილით ცდილობდა, ისინი ოკუპანტებმა არ გაუშვეს და ღამის გათენება მანქანაში სცადეს, რათა 13 მარტს კვლავ ეცადათ, მაგრამ ოკუპანტებმა ავტომობილს მსხვილკალიბრიანი ჭურვები დაუშინეს და ოჯახის 5 წევრი ავტომობილში ამოხოცეს, მათ შორის არის 2 წლის ბავშვი.