
9 წლის ბავშვის წერილი დედას, რომელიც ოკუპანტებმა მოკლეს – "გისურვებ სამოთხეში მოხვდე, მეც კარგად მოვიქცევი, იქ რომ შევხვდეთ ერთმანეთს"
11:57:23     08-04-2022
ჰოსტომელში, რუსი ოკუპანტების მიერ მოკლულ ქალს, 9 წლის ქალიშვილმა წერილი მისწერა.
"დედა, ეს წერილის სარვამარტო საჩუქარია შენთვის! თუ ფიქრობ, რომ ტყუილად გამზარდა, არ ხარ სწორი, მადლობა საუკეთესო 9 წელიწადისთვის! დიდი მადლობა ბავშვობისთვის.
შენ მსოფლიოში საუკეთესო დედა ხარ. მე შენ არასდროს დაგივიწყებ. გისურვებ სამოთხეში მოხვედრას, შევხვდებით სამოთხეში. ვეცდები კარგად მოვიქცე, იმისთვის, რომ მეც სამოთხეში მოვხვდე", – წერს ბავშვი.