ჰოსტომელში უგზოუკლოდ დაკარგულად 400–ზე მეტი ადამიანი ითვლება

  21:16:33     06-04-2022

ჰოსტომელის სამხედრო ადმინისტრაციის წარმომადგენელი ტარას დუმენკო ამბობს, რომ 400–ზე მეტი ადამიანი უგზოუკლოდ დაკარგულად ითვლება:

"ვიცით, რომ ისინი მოკლულები არიან, გვაქვს ფოტო და ვიდეო მტკიცებულებები, მაგრამ მათი პოვნა ჯერ კიდევ არ ხერხდება. როცა იყო კავშირი, გვაწვდიდნენ ამ ინფორმაციას, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ ვპოულობთ მათ. ინფორმაციის მომწოდებელმა გადარჩენა შეძლო", – ამბობს დუმენკო.