ოკუპანტებმა სარდაფში ყუმბარა შეაგდეს, 14 წლის ბავშვი ადგილზე დაიღუპა, დედა იმავე სარდაფში ორი დღის შემდეგ – მორიგი ტრაგედია

  13:13:20     05-04-2022

უკრაინის პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპანტებმა ერთი ოჯახის ორი წევრი სარდაფში მოკლეს. 

შემთხვევა ვორზელში, კიევის ოლქში დაფიქსირდა. 

ერთ–ერთი საცხოვრებელი სახლი სარდაფში ოკუპანტებმა ცრელმდენი გაზი გაუშვეს, შემდეგ კი ხელყუმბარა შეაგდეს. 

სარდაფში დედა 14 წლის ქალიშვილთან ერთად იმალებოდა. არასრულწლოვანი ადგილზევე დაიღუპა, დედა კი მიყენებული მძიმე ჭრილობებით ორი დღის შემდეგ.