მამა–შვილი ბომბმა იმსხვერპლა, დედამ მხოლოდ ის შეძლო რომ ცხედრებზე მათი ვინაობა და დაბადების თარიღი დაეწერა – შემზარავი ისტორია ირპენიდან

  12:58:04     05-04-2022

სპორტული ჟურნალისტი ირპენში მომხდარ ერთი ოჯახის ტრაგედიაზე სოციალურ ქსელში წერს:

"კვლავ ირპენი. უცნობი კაცი მოვიდა და გვითხრა – ეს უნდა იცოდეთ. წავედით, იქვე ახლოს – 15 სართული ფეხით ავიარეთ. სახლში მამა და მისი ვაჟი დახოცილები დაგვხვდნენ. 55 და 23 წლისები. ასე იწვნენ 7 მარტის შემდეგ. 

ბომბი პირდაპირ მათ სახლში შევარდა. მამა მაშინვე დაიღუპა, შვილმა საწოლამდე მიაღჭია და ერთ დღეში, შესაძლოა უფრო ნაკლებ დროში დაიღუპა. ის მუცლის არეში დაიჭრა. დედა სარდაფიდან ქალიშვილთან ერთად ამოვიდა და ყველაფერი რაც შეძლო – ცხედრებს ფეხებზე ფურცლები დააკრა მათი სახელებითა და დაბადების თარიღებით. ასე წვანან ამ დრომდე. ბიჭს ვერც შევხედე. დედა ქალიშვილთან ერთად უკვე საზღვარს მიღმაა. ოჯახი დონბასიდან, ლუგანსკის ოლქიდან იყო. 

ისინი ომს 2014 წელს გამოექცნენ. ომმა კი მათ აქაც მიაგნო. კაცმა, რომელმაც მიგვიყვანა ამ სახლში, მოგვიბოდიშა, რომ გადააბიჯა მეგობრის ცხედარს და ატირდა... მისი ცხედარი ხომ სახლის ზღურბლთან ჯერ კიდევ ასვენია...",– წერს ანტონ ტოპჩინი.