უკრაინაში ახალშობილებს ჯაველინი და ჯაველინა დაარქვეს

  11:57:19     05-04-2022

უკრაინაში მეორე თვეა ომი მიმდინარეობს. 

ქვეყანაში უდიდესი ტრაგედია ტრიალებს, მსოფლიო კი ძალისხმევას არ იშურებს ქვეყანას დაეხმაროს. 

როგორც ჩანს უკრაინელებმა ამ დახმარებისთვის მადლობის გადახდა განსაკუთრებული მეთოდით გადაწყვიტეს. 

ორ ახალშობილს, ბიჭსა და გოგოს, მშობლებმა ჯაველინი და ჯაველინა დაარქვეს. 

"ჯაველინი" ამერიკული გადასატანი ანტისატანკო სარაკეტო კომპლექსია., რომელსაც უკრაინას აშშ აწვდის.