ამ ქალს ოკუპანტებმა ტყვიამფრქვევიდან ესროლეს და მისი ცხედარი ასფალტზე ერთი თვე ესვენა – სისასტიკე ბუჩაში და თვითმხილველის მონათხრობი

  21:03:52     04-04-2022

ბუჩაში პუტინის მიერ დატრიალებულ სისხლისღვრასა და ჯოჯოხეთს ისტორია არასდროს დაივიწყებს, ისევე როგორც, არასდროს მიეცემა დავიწყებას ქალის ფოტო, უფრო სწორად ოკუპანტების მიერ მოკლული ქალის სხეულის ნაწილის ფოტო. 

მტევანი წითელი ლაქით...

თვითმხილველი მაქსიმ კრივცოვი, რომელიც ბუჩის სასკლაოს ცოცხლად გადაურჩა, დანახულს ყვება: 

"ქალი ველოსიპედით რუსების პოსტს მიუახლოვდა, პოსტზე იყო დაკიდებული აბრა წარწერით "ეპიცენტრი", ეს ქალი სწრაფად მოდიოდა, ის არ გაჩერდა, გაიარა გზაჯვარედინი, სადაც სრული სიჩუმე იყო, მას მსხვილკალიბრიანი სატანკო ტყვიამფრქვევიდან ესროლეს და მთლიანად მტვერში ჩაიკარგა. მისი ცხედარი ასფალტზე ერთი თვის განმავლობაში ესვენა"