შემზარავი კადრი – ბუჩაში საერთო სასაფლაოს სატელიტური ფოტო

  12:24:51     04-04-2022

ბუჩაში ოკუპანტების მიერ დატრიალებული ჯოჯოხეთის შესახებ ცნობილი გუშინ გახდა, მას შემდეგ რაც ის უკრაინელმა ჯარისკაცებმა გაათავისუფლეს და არსებულ კატასტროფაზე ფოტო–ვიდეო მასალა გაავრცელეს. 

ბუჩაში საერთო სასაფლაოების ნიშნები 10 მარტიდან შეინიშნებოდა. იმ დროიდან, როცა ქალაქი რუსი ოკუპანტების ხელში იყო. 

"მაქსარის" თანამგზავრული ფოტოებიდან ჩანს საერთო სასაფლაო, რომელიც ეკლესიასთან არის გათხრილი და სადაც, ოკუპანტებმა 280 დახვრეტილი მშვიდობიანი უკრაინელის ცხედარი დაკრძალეს.