მარიუპოლში ოკუპანტები ქალს 6 წლის ვაჟის თვალწინ დღეების მანძილზე აუპატიურებდნენ - წამების შედეგად ქალი გარდაიცვალა

  21:16:09     30-03-2022

დონეცკის ოლქის მიწასთან გასწორებულ ქალაქ მარიუპოლში, რუსი ოკუპანტები უკრაინელ ქალზე თავისი ექვსი წლის ვაჟის თვალწინ რამდენიმე დღე რიგრიგობით სექსუალურად ძალადობდნენ. 

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

წამებისა და სექსუალური ძალადობის შედეგად მიყენებული ტრავმებით ქალი გარდაიცვალა, მისმა შვილმა კი უდიდესი ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღო და შედეგად, თმა სრულად გაუთეთრდა. 

"ეს საშინელებათა ჟანრის ფილმი არ არის, სექსუალური ძალადობა, წამება, მკვლელობა – აი, რას ნიშნავს "რუსული მშვიდობა", – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.