რუსი ოკუპანტები ომში უკრაინელ ბავშვებს ითრევენ (ვიდეო)
13:07:27     30-03-2022
ხარკოვში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს არასრულწლოვანი ბიჭი, რომელსაც რუსული სამხედრო დაზვევა იმფორატორის როლში იყენებდა.
ბიჭთან კონტაქტი ოკუპანტებმა "ტელეგრამის" საშუალებით დაამყარეს. მათ არასრულწლოვანს თანხის გადახდა დაპირდნენ, სანაცვლოდ უკრაინელი სამხედროების ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციისა.
გამოყენებული ბავშვისთვის მიცემული პირობა რა თქმა უნდა არ შეასრულეს, ბავშვს ამ დროისათვის შესაბამისი სამსახურები კითხავენ.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახური მშობლებს მაქსიმალური ყურადღებისკენ მოუწოდებს.