
რამდენიმე მთვრალი რუსი ჯარისკაცი რიგრიგობით ძალადობდა მასზე – ოკუპანტების მიერ გაუპატიურებულმა უკრაინელმა ქალმა შემზარავი ისტორია პირველად მოყვა
12:51:42     30-03-2022
უკრაინელმა ქალმა, რომელიც რუსმა ოკუპანტმა გააუპატიურა, თავისი შემზარავის ისტორია მოყვა.
33 წლის წლის ნატალია (სახელი გამოგონებულია) მოყვა, რომ მას მთვრალი ოკუპანტები რამდენიმე საათის განმავლობაში აუპატიურებდნენ. მათ მისი ქმარი თავიანთი საცხოვრებელი სახლის ეზოში ჩაცხრილეს.
ის იხსენებს, რომ ოკუპანტებმა მისი ავტომობილიც წაიყვანეს, რათა გაქცევა არ შეძლებოდა, ღამით კი ქმარი ჩაუცხრილეს და მისი სხეული ეზოში შესასვლელ კართან იდო.
ამ დროის მანძილზე სახლში ნატალიას 4 წლის ვაჟი იმყოფებოდა, ის იმალებოდა. ორმა ოკუპანტმა ქალს გაშიშვლება აიძულა და მასზე საათების მანძილზე ძალადობდნენ. ამ დროის მანძილზე კი მის საფეთქელზე ლულა ჰქონდათ მიშვერილი. ქალი იხსენებს, რომ მოძალადეები ძალიან მთვრალები იყვნენ. როცა ოკუპანტებმა დაიძინეს, ქალი ბავშვთან ერთად გაიქცაახლა ისინი ნათესავებთან სხვა ქალაქში იმყოფებიან.
ნატალიას 4 წლის ვაჟისთვის მამის სიკვდილის შესახებ არაფერი უთქვამს, რომლის დაკრძალვაც ვერ შეძლო. დაზარალებული ამბობს, რომ მას წარმოდგენა არ აქვს როგორ მოახერხოს ცხოვრების გაგრძელება.