"რუსეთი კიდევ ერთხელ ცდილობს გადააგდოს და მოატყუოს ხალხი" – აშშ რუსეთ–უკრაინის მოლაპარაკებებზე

  20:49:38     29-03-2022

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, მას არ უნახავს იმის ნიშნები, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები "ეფექტური გზით წინ მიდის".ამის მიზეზად კი აცხადებს იმ ფაქტს, რომ აშშ აღნიშნული მოლაპარაკებების მიმართ რუსეთის სერიოზულ განწყობას ვერ ხედავს. 

"ერთია, რას ამბობს რუსეთი და მეორე რას აკეთებს ის. ჩვენ ამ უკანასკნელზე ვართ ორიენტირებული. 

ბლინკენის თქმით, რუსეთის განცხადება, რომ ის შეამცირებს ჯარის რაოდენობას კიევის გარშემო, შესაძლოა იყოს "საშუალება, რომლითაც რუსეთი კიდევ ერთხელ ცდილობს გადააგდოს და მოატყუოს ხალხი, მათ აფიქრებინოს, რომ ის არ აკეთებს იმას რასაც აკეთებს".