"არ შეაშინო, თორემ თავად ჩაისვრი" – პოლონეთის პრეზიდენტის პასუხი კრემლის მუქარას
13:25:22     25-03-2022
პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ რუსეთის მხრიდან პოლონეთის წინააღმდეგ არსებულ საფრთხეზე ჟურნალისტის კითხვას ასე უპასუხა:
"პოლონეთში ასეთი ანდაზა გვაქვს – უცენზუროა, მაგრამ სიმართლე: "არ შეაშინო, არ შეაშინო, თორემ თავად... (ჩაისვრი)",– განაცხადა დუდამ.
მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ პოლონელებს მშვიდობა სურთ:
"მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ ვინმეს შესაძლოა ჩვენზე თავდასხმა მოუნდეს. გარწმუნებთ, ჩვენი მიწაწყალი იმხელაა, რომ ასეთი თავდამსხმელებისთვის დასამარხი ადგილი აუცილებლად მოიძებნება"
მისი თქმით, ახლა მას კივი აგონებს 1944 წლის ვარშავას და მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს საცხოვრებელი სახლების დაბომბვა, რის შედეგადაც მშვიდობიანი მოქალაქეები იხოცებიან.