მარიუპოლის დრამატული თეატრის დაბომბვისას 300 ადამიანი გარდაიცვალა

  12:58:17     25-03-2022

16 მარტს რუსი ოკუპანტების მიერ მარიუპოლის დრამატული თეატრის დაბომბვას ასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

ქალაქის მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად გარდაიცვალა 300 ადამიანი. 

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია აქამდე არ ვრცელდებოდა. 

აღსანიშნავია, რომ თავშესაფარს თავს ათასზე მეტი ადამიანი აფარებდა, მათი უმეტესობა ბავშვები, ქალები და მოხუცები იყვნენ.