უკრაინელი გენერალი ოკუპანტებს მარიუპოლელი ბავშვების ევაკუაციის სანაცვლოდ ტყვედ ჩაბარებას სთავაზობს
12:48:21     25-03-2022
უკრაინის პოლიციის გენერალი რუს ოკუპანტებს მარიუპოლელი ბავშვების ევაკუაციის სანაცვლოდ, ტყვედ ჩაბარებას სთავაზობს.
"დღეს სრულიად განადგურებულ ქალაქში დარჩენილები არიან ბავშვები, რომლებსაც ახლა თუ არ გადავარჩენთ, უახლოეს დღეებში დაიღუპებიან, საუბარია საათებზე. მივმართავ რუს ოკუპანტებს – მოგვეცით საშუალება მარიუპოლიდან ბავშვების გაყვანისა, ცოცხალი ბავშვების სანაცვლოდ საკუთარ თავს გთავაზობთ. გთხოვთ შემიშვათ მარიუპოლში, რათა შევკრიბო ბავშვები და მათი ევაკუაციის ორგანიზება მოვახდინო. მჭირდება სამი დღე ქალაქში. და ბოლო პუნქტზე, ბავშვების გამოყვანისას, ტყვედ ჩაგბარდებით", – წერს გენერალი.