რუსმა ოკუპანტმა კიევთან საკუთარ პოლკოვნიკს ტანკით გადაუარა
12:30:57     23-03-2022
უკრაინელი სამხედრო ჟურნალისტი რომან ციმბალუკი სოციალურ ქსელში საინტერესო ინფორმაციას წერს.
რუსმა ოკუპანტმა საკუთარ პოლკოვნიკს ტანკით გადაუარა, საუბარია იური მედვედევზე, რომელსაც საკუთარმა ჯარისკაცმა 1500 კაციანი დანაყოფის 50%–ის განადგურებაში დადო ბრალი.
დანაყოფის ნახევარი განადგურებულია, ნახევარზე მეტი კი დაჭრილი.
პოლკოვნიკს ბრძოლის დროს გადაუარა ტანკით საკუთარმა ჯარისკაცმა მაშინ, როცა მისთვის მსოახერხებელი მომენტი იყო. თუმცა პოლკოვნიკი გადარჩა, მაგარმ მძიმე მდგომარეობაშია და ბელორუსის ტერიტორიაზე საავადმყოფოში იმყოფება.