ოფიციალურად: უკრაინელ საჯარო მოხელეებს შეუძლიათ გამოიყენონ ფრაზა "რუსკი ვაენნი კარაბლ იძი ნა ხ..ი" და ეს ეთიკის დარღვევად არ ჩაითვლება

  12:13:21     23-03-2022

უკრაინაში საჯარო მოხელეებისთვის განკუთვნილ ეთიკის ნორმებში ოფიციალურად შეიტანეს შესწორება, რომლის მიხედვითაც, ქვეყნის საჯარო პირებს შეუძლიათ გამოიყენონ ცნობილი ფრაზა, "русский военный корабель иди нахуй" და ეს ეთიკის ნორმის დარღვევად არ იქნება მიჩნეული. 

შეგახსენებთ,რომ ეს ფრაზა უკრაინელმა ჯარისკაცმა ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში განუცხადა რუსულ სამხედრო ხომალდს, რომელიც კუნძულ ზმეინის ასაღებად, უკრაინელ ჯარისკაცებს იარაღის დაყრისკენ მოუწოდებდა.