
ხარკოვში ოკუპანტებმა დაცხრილეს მანქანა, რომელშიც მშობლები ორ შვილთან ერთად ისხდნენ – სამი მათგანი გარდაიცვალა
13:28:59     22-03-2022
უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს ინფორმაციას ხარკოვში მომხდარი საზარელი ფაქტის შესახებ.
ოკუპანტებმა დაცხრილეს ავტომობილი, რომელშიც მშობლები და მათი ორი შვილი, 9 წლის ქალიშვილი და 17 წლის ვაჟი ისხდნენ.
მშობლები და გოგონა ადგილზე დაიღუპნენ, ბიჭი საავადმყოფოშია მოთავსებული და სიცოცხლისთვის იბრძვის.