შოიგუ რუსეთში ზელენსკის მონაწილეობით ფილმების ჩვენების აკრძალვას მოითხოვს

  12:31:23     18-03-2022

გამოცემა The Insider, რუსეთის კულტურის მინისტრის, ოლგა ლუბიამოვასთვის გაგზავნილი წერილის მიხედვით წერს, რომ რუსეთს თავდაცვის მინისტრმა, ვოლოდიმირ ზელენსკის მონაწილეობით ფილმების ჩვენების შეწყვეტა მოითხოვა.

გამომცემლობას აღნიშნულის დამდასტურებელი ფაქტებიც მიაწოდეს. 

ამავე კონტექსტში მოხსენიებულია უკრაინელი მედიამენეჯერის, ალექსანდრ როდნიანსკის პროექტები.

წერილის თანახმად, „მითითებულ პირთა პოპულარიზაცია არსებულ პირობებში ხელს არ უწყობს ქვეყნის ხელმძღვანელობის და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებას“, ამიტომ ზელენსკი და როდნიანსკი „რუსეთის ფედერაციის კულტურული დღის წესრიგიდან უნდა გაირიცხონ“.