ილონ მასკის დედა კიევში გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს – "ბედნიერი მოგონებები კიევიდან"
12:15:14     18-03-2022
ილონ მასკის დედა, სოციალურ ქსელში კიევში გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს.
„ბედნიერი მოგონებები კიევიდან 2017 წ. იმედია მალე გავისეირნებ თოვლში, შევჭამ უგემრიელეს დესერტებს, კვლავ დამხვდება ღირსშესანიშნავი ადგილები. შეჭრა – ეს საშინელებაა, მსოფლიო იქ მიმდინარე მოვლენებს 24 საათის განმავლობაში ადევნებს თვალს და უკრაინელ ხალხს უდიდეს მხარდაჭერას უცხადებს“, – წერს მეი მასკი.
მეი მასკი მსოფლიო საზოგადოებას საქველმოქმედო აქციებში ჩართვისკენ მოუწოდებს.