
ხიდი უკრაინა–რუმინეთის საზღვარზე – მესაზღვრეები ბავშვებისთვის სათამაშოებს ტოვებენ (ფოტო)
12:30:39     17-03-2022
სოციალურ ქსელში ვრცელდება უკრაინა–რუმინეთის საზღვარზე მდებარე ხიდის ფოტო.
მასზე მესაზღვრეები უკრაინელი ბავშვებისთვის, რომლებსაც ქვეყნის დატოვება ომის გამო უწევთ, სათამაშოებს ტოვებენ. ყველა ბავშვს შეუძლია სათამაშოს აღება სურვილის შემთხვევაში.