მარიუპოლში მცხოვრები ქართველი კაცის ოჯახი დაიკარგა
12:15:59     17-03-2022
მარიუპოლში მცხოვრები ქართველი კაცის ოჯახი დაიკარგა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალური ქსელის მომხმარებელი ელზა გელაშვილი ავრცელებს:
„მეგობრებო!!!დაიკარგნენ მარიუპოლში მცხოვრები ქართველი კაცის ოჯახი. მისი სახელია ბაკური ქეცბაია. უკრაინელი მეუღლე ყავს და ორი შვილი ყავს გოგო და ბიჭი. თუ ვინმეს გეცნობათ ეს ხალხი და ან იცით რამე მათ შესახებ ძალიან გთხოვთ მოგვწერეთ ან პირადში და ან კომენტარებში. დავეხმაროთ ახლობლებს მათ პოვნაში. გააზიარეთ მაქსიმალურად რომ იქნებ ვინმემ მოგვაწოდოს ინფორმაცია …ძალიან გთხოვთ“, – წერია სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში“, – წერს ელზა გელაშვილი.