ვინ არის ერდოღანის სიძე, რომლის შექმნილი "ბაირახტარებიც" უკრაინაში რუსულ სამხედრო ტექნიკას წარმატებით ანადგურებს

  11:55:49     17-03-2022

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თურქული დრონების , Bayraktar-ების ახალი პარტია უკვე უკრაინაშია და საბრძოლო მზადყოფნაშია. 

„უკრაინაში ახალი bayraktars -ი უკვე ჩამოვიდა და საბრძოლო მზადყოფნაშია. იქნება მეტი „სტინგერი“, მეტი „ჯაველინი“",– წერდა რეზნიკოვი. 

"ბაირახტარების" შემქმნელი ინჟინერი გახლავთ ძველ სტამბოლში დაბადებული სელჩუკ ბაირახტარი. ბაირახტარს ახალი თაობის თურქების თაობას უწოდებენ. ისლამის ერთგულების, სამშობლოს სიყვარულის და კარგი განათლების გამო.

აღსანიშნავია, რომ გვარი ბაირახტარი მედროშეს ნიშნავს და დრონების ავტორი ამბობს, რომ ეს ფაქტი მას დამატებით სტიმულს აძლევს. 

სელჩუკი პროფესიით სამხედრო ინჟინერ-კონსტრუქტორია, მან განათლება თურქეთში და ამერიკის შეერთებულ შტატებში მიიღო.

აღსანიშნავია, რომ სელჩუკი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის სიძეა, მან 2016 წელს გაზაფხულზე იქორწინა თურქეთის პრეზიდენტის ქალიშვილზე სიუმეიეზე, დღეისათვის წყვილი ერთად ზრდის გოგონას ჯანან აიბუკე ბაირახტარს (გოგონა 2017 წელს დაიბადა).