ჰააგის სასამართლო რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სარჩელზე გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს

  12:27:05     16-03-2022

უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ – საქმეზე გაეროს საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება დღეს გახდება ცნობილი.

გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ მოსამართლე შემზღუდავ დროებით ზომებს გამოაცხადებს.

საქმე ეხება რუსეთის მიერ ცნების, გენოციდის დამახინჯებას და მის გამოყენებას უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გასამართლებლად.