
ორსული, რომელიც ოკუპანტების მიერ დაბომბილი მარიუპოლის სამშობიაროდან საკაცით გამოიყვანეს, დაიღუპა (ფოტო)
12:13:13     14-03-2022
მარიუპოლში ორსული ქალი გარდაიცვალა, რომელიც სამშობიარო სახლზე მიტანილი ავიადარტყმის დროს შენობაში იმყოფებოდა.
"გავრცელებული ვიდეოკადრებიდან პირველი ორსული ქალი, რომელიც შენობიდან საკაცით გამოჰყავდათ, ვერ გადარჩა. მისი მუცლადმყოფი ბავშვიც ვერ გადაარჩინეს", – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ ამავე სამშობიაროში მყოფმა კიდევ ერთმა ორსულმა,რომელიც ასევე დაშავდა, რამდენიმე დღის წინ ქალიშვილი გააჩინა. ამ დროისათვის ისინი თავს კარგად გრძნობენ.