
ორსულს ოკუპანტების მიერ დაბომბილი მარიუპოლის სამშობიაროდან ქალიშვილი შეეძინა
17:36:18     11-03-2022
მარიუპოლში სამშობიარო სახლის დაბომბვისას შენობაში მყოფ ორსულს, რომლის ფოტოებიც მსოფლიომ იხილა, გუშინ საღამოს ქალიშვილი შეეძინა. ინფორმაცია ამის შესახებ ჟურნალისტმა ოლგა ტოკარიუკმა გაავცელა.
ტოკარიუკის ინფორმაციით, დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ მარიუპოლში ძალიან ცივა და ქალაქი ისევ მუდმივად იბომბება.