მშობიარე უკრაინელ ქალს ოკუპანტებმა სამშობიაროში წასვლის უფლება არ მისცეს და ის ექიმებმა ვიდეოჩართვით ამშობიარეს

  17:28:21     11-03-2022

ნიკოლაევის რაიონის სოფელ კანდიბინოში რუსმა ოკუპანტებმა მშობიარე ქალს სამშობიაროში წასვლის უფლება არ მისცეს, ის ექთანმა და მეან–გინეკოლოგმა ვიდეოკომუნიკაციის დახმარებით ამშობიარეს. 

ვიდეოკომუნიკაცია მომხდარი ინციდენტის გამო ჯანდაცვის რეგიონულმა და საქალაქო განყოფილებებმა მოაწყვეს. ამ გზით პროცესს დისტანციურად მართავდნენ მედდა ტატიანა პავლოვა და მეან–გინეკოლოგი ლუდმილა ჩინიაკოვა. 

დედა და ახალშობილი თავს ამ ეტაპზე კარგად გრძნობენ, ქალს ვაჟი შეეძინა.