პუტინმა ჩერნობილის ატომურ სადგურზე ტერაქტის მომზადების ბრძანება გასცა - უკრაინის დაზვერვა

  17:22:24     11-03-2022

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ცნობით, ვლადიმირ პუტინმა ჩერნობილის ატომურ სადგურზე ტერაქტის მომზადების ბრძანება გასცა. 

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ იგეგმება ტექნოლოგიური კატასტროფის მოწყობა, რაზეც ოკუპანტები შეეცდებიან პასუხისმგებლობა უკრაინას დააკისრონ.

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური ოკუპანტებმა ჩაიგდეს ხელში. ადგილზე ვითარება მძიმეა. უკვე რამდენიმე დღეა უკრაინა საერთაშორისო საზოგადოებას აფრთხილებს, რომ არსებობს გაჟონვის საფრთხე, რადგან სადგურს ელექტროენერგია არ მიეწოდება.