"პათეტიკური ყვირილი უცხო არ არის, ეს მორიგი მანიპულაციაა" – ლავროვი მარიუპოლის სამშობიარო სახლის დაბომბვაზე
19:59:40     10-03-2022
მარიუპოლში სამშობიარო სახლის დაბომბვის ფაქტს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი გამოეხმაურა და მომხდარს ტყუილი მნიპულაცია უწოდა:
"პათეტიკური ყვირილი იმის შესახებ, რომ საავადმყოფოებს ბომბავენ, უცხო არ არის. 7 მარტს, 3 დღის წინ, გაეროს უშიშროების საბჭოზე წარვადგინეთ ფაქტები, რომ ეს სამშობიარო დიდი ხნის წინ დაიკავეს ულტრარადიკალებმა და იქიდან ყველა გამოყარეს. ასე, რომ ეს მორიგი მანიპულაციაა" – აცხადებს ლავროვი.