
უკრაინაში რუსმა ოკუპანტებმა 71 ბავშვი მოკლეს
19:33:53     10-03-2022
უკრაინაში ომი მეთხუთმეტე დღეა მიმდინარეობს. ქვეყნის მასშტაბით ოკუპანტები არ ინდობენ მშვიდობიან მოსახლეობას და მათთვის არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება ის, ბავშვი თუ მოხუცი.
15 დღის მანძილზე რუსმა ოკუპანტებმა 71 ბავშვი მოკლეს, ამ დღეების მანძილზე დაშავდა 100 არასრულწლოვანი.
ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის ომბუდსმენმა ლუდმილა დენისოვამ გაავრცელა.