ვაშინგტონი უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების სახით 50 მილიარდ აშშ დოლარს გამოუყოფს
19:23:02     10-03-2022
უკრაინას, რომელშიც რუსული აგრესია ხორციელდება, ვაშინგტონი 50 მილიარდ აშშ დოლარს ჰუმანიტარული დახმარების სახით გამოუყოფს.
ამის შესახებ, პოლონეთის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პერსკონფერენციაზე აშშ–ის ვიცე–პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა განაცხადა.
"ჩვენ დამატებით 50 მილიარდ დოლარს გადავცემთ უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების სახით", – განაცხადა ჰარისმა.