"ტყუილად იყიდეთ შაქარი, დეფიციტი თამბაქოს შეეხება... მოგვიწევს შესაკეთებელი თამბაქოს მოხმარება"

  20:45:37     09-03-2022

შაქართან, ფქვილთან და ზეთთან დაკავშირებულ ისტერიას, რომელიც საქართველოში შეიქმნა, სოციალურ ქსელში ოთო აბესაძე ეხმაურება: 

"ტყუილად იყიდეთ შაქარი.

ქართული ბაზრის 91% - ს შაქრით ამარაგებს ბრაზილია და აზერბაიჯანი 

შაქარი დახლებზე დიდი ოდენობით დაბრუნდება 15-20% იანი ფასნამატით 

რაც შეეხება ზეთს და ფქვილს, აქ ნამდვილად რუსეთი და უკრაინაა მთავარი იმპორტიორი ქვეყნები, თუმცა არ შეიქმნება მათზე დეფიციტი ვინაიდან WTO - ს წევრი ქვეყანა ვართ (მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია) და ალტერნატიული ბაზრები იქნება ათვისებული (უპრობლემოდ) აქაც სავარაუდოდ 15-20% იანი ფასის ზრდა.

 დეფიციტი შეეხება თამბაქოს, კონსერვებს და ა.შ რომლის ალტერნატივა საკმაოდ ძვირია (თურქულ-ევროპული ბაზრები)

გარკვეული პერიოდი მოგვიწევს შესაკეთებელი თამბაქოს მოწევა 

P.S. ასევე რისკია იმის, რომ გაჩნდეს კონტრაბანდული თამბაქო ბაზარზე",- წერს ოთო აბესაძე.