ანდრეი შევჩენკო უკრაინაზე საუბრისას პირდაპირ ეთერში ატირდა – "ეს ჯოჯოხეთური სიზმარია, მინდა გამეღვიძოს..."

  13:14:10     08-03-2022

ლეგენდარული უკრაინელი ფეხბურთელი, უკრაინის ნაკრების ყოფილი წევრი, ანდრეი შევჩენკო ერთ–ერთ იტალიურ არხზე, პირდაპირ ეთერში უკრაინაზე საუბრისას ატირდა:

"ჩემი ახლობლები მიყვებიან იმას, რაც იქ ხდება. ეს საშინელი სიზმარია, რომლისგან გამოღვიძებაც მინდა. ქალაქებს ბომბავენ, ხოცავენ ბავშვებსა და მოხუცებს, რომლებსაც წასვლა არ შეუძლიათ. ეს საშინელ სიზმარს ჰგავს. ასე მგონია ხვალ გავიღვიძებ და ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდები, მაგრამ მესმის, რომ ეს ასე არ მოხდება... ასეთია რეალობა", – განაცხადა შევჩენკომ. 

მან დასძინა, რომ უკრაინას სურს იყოს ევროპის ნაწილი:

"ეს იყო ჩვენი ეროვნული გადაწყვეტილება, ზელენსკი დიდებული პრეზიდენტია, რომელსაც ჩვენ დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისკენ მივყავართ"