კომპანია Procter&Gamble რუსეთის ბაზრიდან გადის და ჰიგიენის მნიშვნელოვანი პროდუქცია გააქვს

  12:57:53     08-03-2022

კომპანია Procter&Gamble რუსეთის ბაზრიდან გადის, ამის შესახებ კომპანიამ განცხადება დღეს გააკეთა და უკრაინაში მიმდინარე ომი დაგმო.

კომპანიას რუსული ბაზრიდან გააქვს მრავალი საკვანძო ჰიგიენის საშუალება,რომლის გარეშეც თანამედროვე ცხოვრებაში არსებობა შეუძლებელია, აღნიშნული კომპანია აწარმოებს ყველაზე პოპულარულ საშუალებებს. 

ის აღარ შეიტანს რუსეთის ფედერაციაში "ტაიდს" "ფეირის" "პამპერსს" "ოლვეისს", "ჯილეტს" "ვენუსს", "ჰედ ენდ შოლდერსს", "ვოშ ენდ გოუს", "ორალ–ბის", "ბლენდამედს" და სხვა მრავალ პროდუქციას.