ლეონარდო დიკაპრიომ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის 10 მილიონი აშშ დოლარი გადარიცხა

  12:25:02     08-03-2022

ლეონარდო დიკაპრიომ უკრაინის შეაიარაღებული ძალებისთვის 10 მილიონი აშშ დოლარი გაიღო. ეს არის ყველაზე დიდი თანხა ცნობილი ქველმოქმედებიდან, რაც კი უკრაინისთვის გაკეთებულა მიმდინარე ომის ფარგლებში. 

"ჰოლივუდის ვარსკვლავმა 10 მილიონი აშშ დოლარი გადაურიცხა უკრაინის ხელისუფლებას რუსეთთან მიმდინარე ომის გამო. აღსანიშნავია, რომ ეს თანხა მიმართული იქნება უკრაინელი სამხედროების კეთილდღეობისთვის.ასევე ნაწილი გამოყენებული იქნება ჰუმანიტარული ძალებისთვის ქვეყნის შიგნით",– ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

აღსანიშნავია, რომ დიკაპრიოს აქვს უკრაინული გენი,დედის მხრიდან ბებიის ხაზით და ის გმობხ რუსეთის სამხედრო თავდასხმა უკრაინაზე.