ოკუპანტები ქალაქ ბუჩაში მოსახლეობას მიცვალებულების დაკრძალვის უფლებას არ აძლევენ – "კატასტროფა ხდება"

  12:19:31     08-03-2022

კიევის ოლქის შემადგენელ ქალაქ ბუჩაში კატასტროფა ხდება. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელზე დაყრდნობით ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსი ოკუპანტები მოსახლეობას გარდაცვლილთა ცხედრების დაკრძალვის უფლებას არ აძლევენ. 

მათ ადგილობრივები სახლებში ჰყავთ გამოკეტილი, ისინი ფაქტობრივად მძველები არიან და ეპყრობიან ძალიან ცუდად. 

"ასეთი საშინელი სიტუაცია გვაქვს, ძაღლისშვილები ცხედრებს ზედ უვლიან", – ამბობს ანატოლი ფედორუკი.