Apple-მა, რუსეთში, ტექნიკის გაყიდვა შეწყვიტა
13:13:38     02-03-2022
Apple-მა, რუსეთში, ტექნიკის გაყიდვა შეწყვიტა. ინფორმაციას უკრაინული მედიასაშუალებები თავიანთ ტელეგრამ-არხებში ავრცელებენ.
მათივე ცნობით, ონლაინ-მაღაზიებში აღარ იქნება შესაძლებელი არც საათების, არც ტელეფონების და აღარც მაკბუქების ყიდვა.
"ძალიან ვწუხვართ რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო და მხარდაჭერას ვუცხადებთ ყველას, ვინც რუსეთის აგრესიისგან დაზარალდა,“ - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.