არ მესმის სხვა ქვეყნები რას ელოდებიან. ახლა არ შეიძლება ნეიტრალურ პოზიციაზე იყო - ზელენსკი
12:45:41     02-03-2022
უკრაინის პრეზიდენტი დღევანდელ მიმართვაში ევროკავშირის გუშინდელ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მაშინ, როდესაც ნეიტრალური შვეიცარიაც კი აწესებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, არ შეიძლება ნეიტრალურ პოზიციაზე იყოს ვინმე:
"გუშინ ევროკავშირი ფეხზე დადგა და უკრაინელ ხალხს ტაში დაგვიკრა... ჩვენ ევროკავშირში გაწევრიანების სწრაფი პროცედურები დავიწყეთ. წარმოიდგინეთ, ნეიტრალურმა შვეიცარიამ, რუსი ოლიგარქებისა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს მხარი დაუჭირა, ვიმეორებ - ნეიტრალური შვეიცარია. არ მესმის სხვა ქვეყნები რას ელოდებიან. ახლა არ შეიძლება ნეიტრალურ პოზიციაზე იყო." ამბობს ზელენსკი.