არ უნდა ჩავერთოთ იმ ომში, სადაც წინაწარ იქნება გადაწყვეტილი ყველაფერი - მდინარაძე

  19:16:36     01-03-2022

"ქართული ოცნების" დეპუტატი, მამუკა მდინარაძე, საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევაზე პრეზიდენტ ზელენსკის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და თქვა, ქართველებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ თავი არ ჩაერთონ ომს "სადაც ყველაფერი წინასწარ იქნება გადაწყვეტილი".

"ოკუპანტი ქვეყნის ჯარი დგას ქვეყნის შუაგულში, ცენტრალურ მაგისტრალთან. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ერმა უნდა მიიღოს რაღაც გადაწყვეტილება, ან ასე, ან ისე, მაგრამ თუ გადაწყვეტილება და ხალხის აზრი არის, რომ საქართველო არ უნდა ჩაებას ისეთ ომში, სადაც წინასწარ გეცოდინება ყველაფერი, მაშინ ყველა დანარჩენში ვართ მართლები. [...] 

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ არ ჩავერთოთ იმ ომში, სადაც წინაწარ იქნება გადაწყვეტილი ყველაფერი. სამწუხაროდ",- თქვა მამუკა მდინარაძემ.