კიევის ოლქში, სოფელ ივანკოვში ოკუპანტებმა ადგილობრივი ისტორიული მუზეუმი დაწვეს
13:25:27     28-02-2022
კიევის ოლქში, სოფელ ივანკოვში ოკუპანტებმა ადგილობრივი ისტორიული მუზეუმი დაწვეს- ამის შესახებ ვიდეომასალას ადგილობრივები სოციალურ ქსელში აქვეყნებენ.
მუზეუმში განთავსებული იყო ცნობილი უკრაინელი მხატვრის, მარია პრიმაჩენკოს ნამუშევრები.
„ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და აღვადგენთ ყველაფერს და აქ რუსები აღარასოდეს იქნებიან!“ - ამბობენ ადგილობრივები.