
უკრაინული მედია - რუსულმა ძალებმა ქალაქი ნოვაია-კახოვკა აიღეს
11:41:04     27-02-2022
სამხრეთ უკრაინაში, ხერსონის ოლქში ქალაქი ნოვაია-კახოვკა რუსულმა ძალებმა აიღეს.
ინფორმაციას უკრაინული მედია ქალაქის მერ ვოლოდიმირ კოვალენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
"ნოვაია-კახოვკა ხერსონის ოლქში რუსულმა ჯარმა დაიპყრო. ოკუპანტებმა აღმასრულებელი კომიტეტი დაიკავეს და შენობებიდან ყველა დროშა ჩამოხსნეს", - ამბობს კოვალენკო.