
რუსეთის საოკუპაციო ძალები ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ხელში ჩაგდებას ცდილობენ - ვლადიმერ ზელენსკი
20:05:00     24-02-2022
რუსეთის საოკუპაციო ძალები ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ხელში ჩაგდებას ცდილობენ. ჩვენი დამცველები სიცოცხლეს წირავენ, რომ 1986 წლის ტრაგედია არ განმეორდეს, - ამის შეახებ უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი „ტვიტერში“ წერს.
„ამის შესახებ შვედეთის პრემიერ-მინისტრს შევატყობინე. ეს არის ომის გამოცხადება მთელი ევროპის წინააღმდეგ“, - წერს ზელენსკი.