
კიევმა საჰაერო თავდასხმაზე გაფრთხილება გამოაქვეყნა - მოსახლეობას ვთხოვთ თავშესაფრების მოძიებას
18:46:03     24-02-2022
კიევის ქალაქის მთავრობა მოსახლეობას სთხოვს მიწისქვეშა თავშესაფრები მოიძიოს. გაფრთხილება საჰაერო თავდასხმის შესახებ გამოქვეყნდა.
კიევში ამ წუთებში სირენების ხმა ისმის.
BBC წერს, რომ უკრაინის მთავარსარდალმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვალერი ზალუჟნიიმ დაადასტურა, რომ სამხედროები იბრძვიან კიევის რეგიონში, სადაც რუსული ძალები აეროპორტზე კონტროლის დამყარებას ცდილობენ.