"ყველას, ვინც მზად არის და შეუძლია იარაღის ხელში დაჭერა, შეუძლია შეუერთდეს უკრაინის შეიარაღებული ძალების" - უსაფრთხოების ცენტრი
12:25:01     24-02-2022
უკრაინა მთლიანად თავდაცვის რეჟიმში გადადის - ნათქვამია უკრაინის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და ინფორმაციის უსაფრთხოების ცენტრის განცხადებაში, სადაც ასევე ვკითხულობთ:
"ყველას, ვინც მზად არის და შეუძლია იარაღის ხელში დაჭერა, შეუძლია შეუერთდეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ტერიტორიული თავდაცვის ძალების რიგებს თქვენს რეგიონში. იარაღის მისაღებად პირდაპირ უნდა დაუკავშირდეთ TRO ძალების ბრიგადებსა და ბატალიონებს თქვენს რეგიონში. საჭიროა მხოლოდ პასპორტი იქონიოთ თან." ნათქვამია უწყების მიმართვაში.