დასავლეთი უმოქმედოდ არ იქნება - ბორის ჯონსონი
11:45:32     24-02-2022
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებით, „დასავლეთი უმოქმედოდ არ იქნება, მაშინ როდესაც პრეზიდენტმა პუტინმა თავისი კამპანია წამოიწყო უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ“.
ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მეთაურმა უკრაინის პრეზიდენტთან ვლადიმერ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომლის შესახებაც ინფორმაციას ბრიტანეთის პრემიერის ოფისი ავრცელებს.
ბორის ჯონსონის ოფისის განმარტებით, პრემიერ-მინისტრსა და უკრაინის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი მას შემდეგ შედგა, რაც რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმა განახორციელა.