საქართველოში პირბადის ტარების ვალდებულება შესაძლოა მოიხსნას - საკოორდინაციო საბჭო
12:48:18     22-02-2022
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსი გიორგი ღიბრაძე არ გამორიცხავს, რომ საქართველოში პირბადის ტარების ვალდებულება მოიხსნას.
„აღნიშნულთან დაკავშირებით მსჯელობა გაგრძელდება და როგორც კი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია უკეთესობის ტენდენციას აჩვენებს და როგორც კი ეს ტენდენცია მყარი იქნება და მყარი საფუძველი გვექნება, ცხადია, პირბადის ტარების ვალდებულებების გადახედვაც მოხდება,“ - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.