22 თებერვლის კოვიდსტატისტიკა - 12 101 ახალი შემთხვევა და კიდევ 45 გარდაცვლილი
11:16:36     22-02-2022
ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 12 101 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 45 ადამიანი.
დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსისგან 14 764 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
stopcov.ge-ს მონაცემების მიხედვით:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 1 565 769
- მათ შორის გამოჯანმრთელებული - 1 422 540
- მათ შორის გარდაცვლილი - 15 933
- დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 25,48%, ბოლო 14 დღის - 30,65%, ბოლო 7 დღის - 28,55%
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.