რუსეთმა შესაძლოა, დაკარგოს ფინანსურ ბაზრებზე წვდომა - ურსულა ფონ დერ ლაიენი
11:31:33     21-02-2022
ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, მან შესაძლოა დაკარგოს წვდომა ფინანსურ ბაზრებზე, მოწინავე საექსპორტო საქონელზე. ამ თემაზე მან გერმანიის საზოგადოებრივ ტელევიზიასთან, ARD-თან ინტერვიუში ისაუბრა.
"[სანქციები დაწესდება] ყველა საქონელზე, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ, რომელიც რუსეთს სჭირდება თავისი ეკონომიკის მოდერნიზაციისა და დივერსიფიკაციისთვის, სადაც ჩვენ გლობალურად დომინანტები ვართ და შემცვლელი არ გვყავს", - თქვა მან.
ურსულა ფონ დერ ლაიენი ამბობს, რომ სანქციები მანამდე არ დაწესდება, სანამ შეჭრა არ მოხდება. მისივე თქმით, რუსეთს ეძლევა მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნების და დიპლომატიის შანსი.
მისივე განცხადებით, მოდერნიზაცია, რომელიც რუსეთს სჭირდება შეუძლებელი იქნება, თუ მას სანქციებს დაუწესებენ.