რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლი 80-ჯერ გახსნეს - უკრაინის გაერთიანებული ძალების შტაბი
11:29:32     21-02-2022
21 თებერვლის, 07:00 საათის მდგომარეობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა, დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 80-ჯერ დაარღვიეს, 72 შემთხვევაში კი ცეცხლი მინსკის შეთანხმებებით აკრძალული იარაღით გახსნეს. სროლის შედეგად ერთი ჯარისკაცი დაიჭრა
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გაერთიანებული ძალების შტაბი ავრცელებს. მათი ცნობით, დაჭრილ ჯარისკაცს საშუალო სიმძიმის დაზიანებები აღენიშნება და ახლა სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
შტაბის ინფორმაციით, მიმდინარე დღის განმავლობაში რუსეთის ფედერაციის მიერ იარაღის ფორმირების 8 დარღვევა დაფიქსირდა.